Wednesday, April 7, 2021

ქვემო ქართლის ტურისტული პროდუქტების გამოფენა რუსთავში

2 აპრილს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის ცოტა უჩვეულო ხალხმრავლობა იყო: პარკში მოწყობილ პავილიონებსა და დახლებზე ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეების ერთ ნაწილს საკუთარი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები ჰქონდა გამოფენილი.

გამოფენის პარალელურად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციების „ტურიზმი და რეალობისა“ და „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ პროექტების შეჯამება-დახურვა გაიმართა.



  

სიამოვნებით ვეხმარებით ქალ მეწარმეებსა და მცირე ბიზნესებს ქვემო ქართლში და საქართველოს სხვა რეგიონებში, რათა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლას შევუწყოთ ხელი.  

ერთწლიანი „ლოქდაუნის“ შემდეგ საქართველოს რეგიონები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს ადგილობრივი ტურიზმის გამოცოცხლებაშიც ხედავენ. ჩვენი ხელშეწყობით ადგილობრივი კომპანიები ტურისტულ შეთავაზებას გააფართოვებენ. გარდა ამისა, გაიზრდება მათი ეკონიმიკური მდგრადობა, როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე კრიზისის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა UNDP -ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშევამ.

                                          

                                       
                                          

აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქალ მეწარმეთა და ფერმერთა ქსელი და ფეისბუკის გვერდი. ასევე პირველად გამოიცა კატალოგი 26 მეწარმე ქალის შესახებ. რუსთავის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარნეულელი და დმანისელი ქალბატონების პროდუქცია.


                                             


„ტურიზმისა და რეალობის“ პროექტი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავდა და მასში პირველ ეტაპზე -  280 ადამიანი ჩაერთო. პროგრამის ბენეფციარებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ ტრენინგები სოფლის ტურიზმის, ციფრული მარკეტინგის, გასტრონომიული ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით. დასკვნით ეტაპზე მეწარმეებმა ინდივიდუალური, ჯგუფური და კოალიციური პროექტები წარადგინეს და მიიღეს მცირე გრანტები. 140 დაფინასებული მონაწილიდან  60-მდე მეწარმე თავისი პროდუქციით - საკვებით, ხელნაკეთი ნივთებით - იყო წარმოდგენილი შემაჯამებელ ღონისძიებაზე.


„ჩვენი პროექტის „ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების გენერირების საშუალება“ მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და შიდა ტურიზმის განვითარების სტიმულირება“, - აღნიშნა „ტურიზმისა და რეალობის“ ხელმძღვანელმა ეკა დევიძემ.


***

თეთრიწყაროელ 82 წლის ზაქრო გიგაურს, რომელიც რამდენიმე წიგნის ავტორია (მათ შორის ცნობილი გამოცემის „ალგეთის ხეობა“) გამოფენაზე ხის ნამუშევრები: აზარფეშები, სადიდგორო კოშები, სასანთლეები ჰქონდა წარმოდგენილი. ხის მასალა მან მცირე გრანტის ფარგლებში შეიძინა.

მანგლისელ დემეტრაშვილებს ტყავისა და დერმატინის ჩანთები ჰქონდათ გამოფენილი.





რუსთაველმა კერამიკოსმა ნატალია წიკლაურმა მცირე გრანტით მასალა შეიძინა და  გამოფენაზე კერამიკული ნამუშევრები წარადგინა.

22 წლის გიორგი ჩხაიძემ პროექტის ფარგლებში საწარმო „ბადიში“ შექმნა და ორი სახის აჯიკის წარმოება დაიწყო. გამოფენაზე სტუმრებს აჯიკის დაგემოვნება შეეძლოთ. 





გარდაბნელ  ნათია ნიჟარაძეს თექისა და ნაჭრის ჩანთები, ნაქსოვი კალათები, შარფები ჰქონდა წარმოდგენილი. 





მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადის ეკოკლუბის წევრებმა მარიამ პაქსაძემ და მისმა მეგობრებმა ყვავილები გამოიტანეს გამოფენა-გაყიდვაზე. 


ნაირა მახარაძე წალკაში ქორწილების დიზაინზე მუშაობდა. თუმცა პანდემიამ უმუშევრად დატოვა. გამოცხადებულმა კონკურსმა მოტივაცია გაუჩინა. გრანტით მასალა უყიდეს. როგორც ამბობს, ერთი თვე არ უძინია, გამოფენაზე ჩანთების კოლექცია რომ წარმოედგინა.

მაია ხოზრევანიძემ თაფლის, ხოლო ეკა ვიბლიანმა - რძის პროდუქტების წარმოება დაიწყეს.  




ბოლნისელმა კარინე ბეჟანიშვილმა და მისმა შვილმა მცირე გრანტის ფარგლებში ტურისტული კომპანიისთვის ველოსიპედები შეიძინეს.  

მირიან ურუმაშვილმა ღვინის საწარმოებლად ბოთლებისა და სხვა ინვენტარის პროექტი წარადგინა. რუსთავის გამოფენაზე ბოლნისიდან მეორე მეღვინეობა, ჩვენი „მამისეული მარანიც“ იყო წარმოდგენილი. „პროექტი ფარგლებში მარნისთვის უჟანგავი ფოლადის ავზი შევიძინეთ. ავზი ღვინის შენახვაში დაგვეხმარება“.





                                                            

ბევრი იყო როგორც ბოლნური ღვინის, ასევე ქვემო ქართლის რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული - ქართლური, მთიულური, აჭარული, სვანური, აზერბაიჯანული თუ გერმანული კერძებისა და დელიკატესების გასინჯვის მსურველი.  

                                          




 ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ღრმად გვწამს, რომ რეგიონებში ეკონომიკურ ინტერესთა ჯაჭვის გაძლიერება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სამწუხაროდ პანდემიამ საქართველოს რეგიონების განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ამის მიუხედავად, გვჯერა, რომ ქვემო ქართლში განხორციელებული ინიციატივების მსგავსი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ეკონომიკური მდგრადობის აღდგენას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კარნერმა.

თეთრიწყაროს მერიის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ვალერიან სუხიაშვილიც მიიჩნევს, რომ მძიმე სოციალურ და საყოველთაო უმუშევრობის ფონზე ასეთი პროექტები მოსახლეობის დასაქმებასა და წახალისებას უწყობს ხელს.


ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყვნენ შავი ზღვის, საქართველოს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტების ტურიზმის მიმართულების სტუდენტები. 

                                          
                                  








No comments:

Post a Comment