Sunday, February 28, 2021

არა ნამახვანჰესს - ღირსეული საქართველოს ღირსეული აქცია ქუთაისში


„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით".

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29 


                                                                                  

                                        

                                                                                                                         

რაც სკოლა დავამთავრე, 30 წელზე მეტია, აქციებში ვართ და მართლა შემიძლია ვთქვა, ძალიან, ძალიან დიდი ხანია, ისეთი მიტინგზე აღარ ვყოფილვარ, როგორიც დღეს ქუთაისში ჩატარდა.  

126-ე დღეა ნამახვანში აქციას მართავენ ადამიანები, რომელთაც  პოლიტიკური მოტივები, სკამებისკენ და ხელისუფლებისკენ სწრაფვა კი არ ამოძრავებთ, არამედ საკუთარი სოფლების, საკუთარი გარემოს,  საკუთარი ხეობის გადარჩენის სურვილი. რისკების შემცველი ჰესის პროექტი შეთანხმებული არ ყოფილა მოსახლეობასთან, არ ყოფილა წინასწარი განხილვები. 

ნამახვანში დაგეგმილის მაგიერ ხალხმრავლობის გამო ორგანიზატორებმა მიტინგი ქუთაისში გადმოიტანეს. ეს იყო ნამდვილად სახალხო აქცია, რომელმაც მთელი საქართველო, ამერ-იმერი გაერთიანა: ქუთაისი და თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი და აჭარა, ქართლი, კახეთი, პანკისის ხეობა... 

გამომსვლელთა შორის არ იყვნენ: პოზიცია და ოპოზიცია, გაკოტრებული და ნდობადაკარგული პოლიტიკოსები, „ცნობადი" სახეები...

დღეს ვნახე ახალი თაობის ლიდერები: 
„90-იანებში ვარ დაბადებული და  სუფთა სულისკვეთებითა და ანგარების გარეშე შეკრებილი ამდენი ადამიანი არც მინახავს... თითოეული ჩვენთაგანი უნდა გავხდეთ გარანტი იმისა, რომ ყოველგვარი პოლიტიკანობის გარეშე, პარტიების გარეშე, დროშებისა და სიმბოლიკის გარეშე ერთი იდეის გარშემო შევძლოთ გაერთიანება. დღევანდელი დღეც დასტურია იმისა, რომ ქართველ ხალხს გაერთიანება შეგვიძლია... 
ნურავინ გაბედავს, რომ ჩვენს ღირსებას შეეხოს!
ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება და მოვალეობა, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მიწა. 
ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ აღიაროს შეცდომა, დაგვიბრუნოს ხეობა და თურქული კომპანია გაუშვან... 
ვფიქრობ, რომ სიტყვით, ღირსებით შევძლებთ იმას, რომ მიზანს მივაღწიოთ", - თქვა მიტინგის დასაწყისში ვარლამ გოლეთიანმა. 
ის და მისი მეგობრები 126-ე დღეა მორიგეობენ ნამახვანთან. 

https://www.facebook.com/watch/?v=400914018015288 
ძველი ჩანაწერი 

უკვე თბილისში დაბრუნებულმა შევიტყვე, რომ აქციის მონაწილენი ხეობაში არ შეიშვეს, დაპირისპირებაც მოხდა. არადა, სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოიფიქრეს ორგანიზატორებმა ქუთაისში აქციის ჩატარება.  

შეუძლებელია ამ ერთად დგომამ, ამ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს! 

შევნარჩუნოთ რიონის ხეობა ჩვენს შვილებს!  

კონსტიტუციაშიც გვიწერია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები მომავალი თაობის ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს, ჩვენი შვილთაშვილების ინტერესს.                                     

                                      

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

                                                                                                                                     

''




                                       


ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო... 

„ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით"... 

„ისმოდეს საქართველოში სიმღერა საიბერიო"  


ორი შესრულება 

https://www.youtube.com/watch?v=Rn-zslSMBNU

https://www.youtube.com/watch?v=iEPq1PLH7Zc


მადლობა გიორგი კივილაძეს. 

No comments:

Post a Comment