მიხა ხელაშვილისა და ახლა უკვე თამაზ მეჭიაურის ხსოვნას
მოგეხსენებათ, ბევრი წელია, ჟურნალისტი ვარ...
პოლიტიკა არასოდეს იყო ჩემი მთავარი თემა და იშვიათი გამონაკლისის გარდა არც პოლიტიკოსები ჩანან ხოლმე ჩემს ფოტოებში.
მე უფრო ჩვეულებრივ ადამიანებზე ვწერ, რომელთა ცხოვრებაზეც იმ პოლიტიკოსების საქმიანობა აისახება. ვცდილობ, უბრალო და ნამდვილ საქართველოზე ვწერო.
მე ახლოს არ ვიცნობდი, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ვიცნობდი.
უფრო მიხაობაზე ვხვდებოდით ხოლმე, მიხაობაც ხომ უბრალო და ნამდვილი საქართველოს სახეა. ხანდახან თუ მოდიან პოლიტიკოები, ზოგი პიარისთვის თავის „პიართან" ერთად, ზოგიც - ისე.
თამაზ მეჭიაურის ფოტოც ვერც ვიპოვე ჩემს ალბომებში. არადა, თითქმის ყოველ წელს იყო.
წელსაც მიხაობას ვნახეთ ბოლოს. რამდენიმე დღეში ინფორმაცია გავრცელდა, ცუდად არისო... მეგონა, გაუძლებდა. თურმე ძლიერებს უფრო ერევა...
ერთ საკითხს დავწერ მხოლოდ, რაც ნამდვილად ვიცი:
შარშან პოეტ ტარიელ ხარხელაურისა და თამაზ მეჭიაურის ინიციატივით მიხა ხელაშვილის საფლავზე მემორიალი უნდა დადგმულიყო.
- რას ამბობთ, ჩვენ დიდი ხანია ამ მემორიალის დადგმას ვაპირებთ და კონკურსიც გვაქვსო გამოცხადებული - გადაირია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
აჰყვა ერთი გამოცემაც, მთებზე მარტო მე ვწერ და მე ვზრუნავო, რომ დაუჟენია.
წელს არც ის გამოცემა იყო და არც სააგენტოს წარმომადგენელი.
თამაზ მეჭიაური კი ვნახეთ მიხაობას. გულდაწყვეტილი იყო, არც მე გამაკეთებინეს და არც თავად გააკეთესო მიხას საფლავი.
კიდევ ვამბობ: მე პირადად არ ვინობდი, ვერც კარგს ვიტყვი, ვერც - აუგს (ან წასულებზე აუგის თქმა რა წესია), ტარიელ ხარხელაური კი ცუდის გვერდით რომ არ დადგებოდა, ვიცი.
ტარიელს ვიცნობ, მიყვარს და პატივს ვცემ.
ჰოდა, ამ დარდს მაინც ნუ გავაყოლებთ მეჭიაურს, მივხედოთ მიხას საფლავს.
თან აქ რამე გრანდიოზულ-პომპეზური ხომ არ უნდა დაიდგას, პირიქით, ისეთი მოკრძალებულ-მარადიული, მიხას რომ შეეფერება.
შარშანდელ მიხაობაზე
https://tinatinmosiashvili.blogspot.com/2021/02/blog-post_2.html?fbclid=IwAR0OobA0DdY3lkYW0hkPcM289wH7ZEYSQkpt3I0BE9mfjx3RlUPQ9g2cBWM
აქ მაქვს მასალა
https://www.facebook.com/media/set?set=oa.471712537189343&type=3
ეს ალბომი
აქ წლევანდელი მიხაობის ფოტოები და ვიდეოებია, თეკლა ნასყიდაშვილის
https://www.facebook.com/photo/?fbid=4857619774357527&set=pcb.4969181409815112
ეს წინა წლების ალბომები
მიხაობა 2016
https://www.facebook.com/media/set?set=oa.1004418942958065&type=3
მიხაობა 2017
https://www.facebook.com/tinatin.mosiashvili/media_set?set=a.10211547548985940.1073741890.1281184449&type=3
მიხაობა 2018
https://www.facebook.com/media/set?set=oa.1661830600550226&type=3
მიხაობა 2020
https://www.facebook.com/media/set?set=oa.2844051792328095&type=3
No comments:
Post a Comment