11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა.
ასე 10-12-იოდ წლის წინ „კავკასიურ სახლში" სემინარების ციკლი გვქონდა „ქალის როლი მეცნიერებაში" და ამ სემინარების კოორდინატორი ვიყავი.
შეხვედრები გამორჩეულ მეცნიერ ქალებს მივუძღვენით: ქეთევან ლომთათიძეს, თინათინ ყაუხჩიშვილს, ქსენია ბახტაძეს, ვერა ბარდაველიძეს, ნინო ჯავახიშვილს, თინათინ წერეთლს.
ნინო ჯავახიშვილი მოვიდ კიდეც შეხვედრაზე, ქეთევან ლომთათიძე (მალევე გარდაიცვალა) და თინათინ ყაუხჩიშვილი თავად ვერ მოვიდნენ, ოჯახის წევრები ესწრებოდნენ სემინარს.
ბოლოს, პროექტის დასასრულს, დეკემბრის მიწურულს ანა კალანდაძის (ანა ხომ პოეტი-აკადემიკოსი იყო), საიუბილეო საღამოს ვგეგმავდით, მაგრამ სამწუხაროდ, დეკემბერში ცუდად გახდა. საღამო გადავდეთ იმ იმედით, რომ ანა კალანდაძე თავად შეძლებდა მოსვლას. თუმცა მარტში გარდაიცვალა და მერე უკვე ხსოვნის საღამო გამოგვივიდა.
ვინ არიან პირველი და ყველაზე ცნობილი ქართველი მეცნიერი ქალები?
სავარაუდოდ, პირველ ქართველ მეცნიერ ქალად შეიძლება ჩაითვალოს
ბარბარე (ვარა) ყიფიანი (1879 წ. 4 თებერვალი - 1965 წ.) - დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, ექიმი, ფიზიოლოგი, ბავშვთა ფიზიოლოგი და პათოლოგი, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი.
რუსუდან ნიკოლაძე (1884 წ. 17 დეკემბერი - 1981 წ. 9 სექტემბერი) - ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი. 1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და ის იყო პირველი ქალი, რომელმაც „საუნივერსიტეტო ნიშანი" მიიღო (ამ ნიშანს ატარებდნენ მამაკაცები უნივერსიტეტის დასრულების ნიშნად). ქიმიკოსი. შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია. ლენინისა და შრომის წითელი დროშის ორდენოსანი. საქართველოს მეცნიებათა დამსახურებული მოღვაწე (1941 წ.), გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაერეატი (1978 წ.)
ვერა ბარდაველიძე (1899 წ. 17 სექტემბერი - 1970 წ. 23 ოქტომბერი) - ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957 წ.), პროფესორი (1966 წ.), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1963 წ.), ეთნოგრაფ გიორგი ჩიტაიას მეუღლე. ქართული ეთონოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ქართველი აკადემიკოსი ქალები:
ნინო ჯავახიშვილი (1914 წ. 20 ოქტომბერი - 2012 წ. 24 ივლისი) - ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949 წ.), პროფესორი (1953 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979 წ.), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965 წ.)
ელენე მეტრეველი (1917 წ. - 2003 წ.წ.) - ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიი მეცნიერებათა დოქტორი (1958 წ.), პროფესორი (1970 წ.), საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის აკადემიკოსი (1983 წ.)
თინათინ ყაუხჩიშვილი (1919 წ. 10 მაისი - 2011 წ.) - ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958 წ.), პროფესორი (1970 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1983 წ.), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975 წ.)
ანა კალანდაძე (1924 წ. 15 დეკემბერი - 2008 წ. 11 მარტი) - პოეტი, ენათმეცნიერი, პოეტი-აკადემიკოსი (1993 წ.), ღორსების ორდენის მფლობელი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი (1997 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მფლობელი (1985 წ.)
ნანა ხაზარაძე (1931 წ. 4 თებერვალი - 2019 წ. 2 თებერვალი) - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1986 წ.), პროფესორი (1992 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2012 წ.)
მზექალა შანიძე (1926. წ. 1 იანვარი) - ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1974 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის აკადემიკოსი (1993 წ.). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996 წ.). იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებულობის აღდგენის აქტზე (1991 წ. 9 აპრილი).
ეთერ ქემერტელიძე (1926. წ. 23 მარტი) - ფარმაკოქიმიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1977 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993 წ.), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984 წ.)
გუჩა კვარაცხელია (1940 წ. 2 ოქტომბერი) - ფილოლოგი, დრამატურგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1968 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2005 წ.). იყო საქართველოს განათლების მინისტრი (1992 წ.)
თინათინ სადუნიშვილი (1952 წ. 22 დეკემბერი) - ბიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995 წ.) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2009 წ.)
მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები:
თინათინ წერეთელი (1903 წ. 25 ივლისი - 1980 წ. 8 ივლისი) - იურისტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1950 წ.), პროფესორი (1951 წ.), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1960 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967 წ.), სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელი.
თინათინ შარაძენიძე (1919 წ. 25 მაისი - 1983 წ. 1 ივნისი) - ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1950 წ.), პროფესორი (1957 წ.), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1968 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974 წ.), საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971 წ.)
მზია ანდრონიკაშილი (1920 წ. 14 ოქტომბერი - 2006 წ. 28 ივლისი), აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტი-ირანისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979 წ.)
ლიანა მელიქიშვილი (1943 წ. 17 მარტი) - ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2001 წ.) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორეპონდენტი (2009 წ.).
ქეთევან ნემსაძე (1949 წ. 1 ივლისი) - ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993 წ.), პროფესორი (1997 წ.) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორეპონდენტი (2009 წ.), პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
სიას კიდევ გავაგრძელებთ...
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღეს გაერომ 2015 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ფოტოებიც და ინფორმაცია მეცნიერებზე აღებულია
https://www.nplg.gov.ge/geo/Biographical_Dictionaries
http://science.org.ge/?page_id=2532
http://science.org.ge/?page_id=2556
http://science.org.ge/?page_id=4972
http://science.org.ge/?page_id=4979
https://geowomen.wordpress.com/women-scientists/
https://www.kvirispalitra.ge/history/36211-vin-iyo-pirveli-qarthveli-mecnieri-qali-romelic-evropashi-tsarmatebith-moghvatseobda.html
https://ka.jnews.ge/?p=12691
http://geworld.ge/ge/8788/
No comments:
Post a Comment