მე-20 საუკუნის დასაწყისიდანვე ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლიდან კი უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
1917 წლის 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ დღეს დაფუძნდა „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის" საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.
უნივერსიტეტის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე.
თავდაპირველად გეგმავდნენ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დაარსებას, შემდეგ საბუნებისმეტყველო და მათემატიკის ფაკულტეტების დაემატა.
1917 წლის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადებები ქართულ უნივერსიტეტში
სტუდენტების მიღების შესახებ. https://old.tsu.ge/ge/about/history/
შემთხვევითი არ იყო, რომ პირვევლი ქართული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხენების დღეს გაიხსნა ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში.
უნივერისტეტის გახსნაზე სიტყვა წარმოსთქვეს ამიერკავკასიის სეიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა (ნოე ჟორდანია თბილისში არ იყო). საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ http://genia.ge/?p=30614)
ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტის პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩია. ჯავახიშვილი კი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
„ცნობილი იქმნას ქართული უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად და დაერქვას მას ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი", - ამ დოკუმენტს ხელს აწერს სახალხო განათლების მინისტრი გ. ლასხიშვილი.
იმავე, 1918 წლის 3 სექტემბრიდან უნივერსიტეტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.
ეს იყო პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში.
მთავარი შენობა
უნივერსიტეტის მთავარი კოსპუსის შენობაში თავდაპირველად სათავადაზნაურო გიმნაზია იყო განთავსებული. ოთხსართულიანი შენობა რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მისი არქიტექტორია პირველი აკადემიური განათლების მქონე ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე.
ამბობენ, რომ შენობის საძირკველში ჩაატანეს ერთი ბოთლი კახური ღვინო და იმდროინდელი პრესა.
ერმაკოვის ფოტო
ფოტოები აღებულია უნივერსიტეტისა და ქვემოთ მითითებული ვებგვერდებიდან (ავტორები ყველგან არ იყო მითითებული)
ერმაკოვის ფოტო, 1910 წ.
1918-1919 სასწავლო წელს უნივერსიტეტში მოღვაწეობდა 27 პროფესორი, 8 ლექტორი, 20 ასისტენტი, 9 საპროფესორო სტიპენდიანტი. უნივერსიტეტში ირიცხებოდა 1801 სტუდენტი და 79 თავისუფალი მსმენელი. შემოწიირულობის სახით უნივერსიტეტში შევიდა 75 ათასი მანეთი, სწავლის თანხა - 525 ათასი მანეთი.
სწავლის საფასური სემესტრში 10 თუმანი იყო.
წიგნადი ფონდი 25 ათასს წიგნს მოიცავდა.
პირველი დისერტაცია უნივერსიტეტში დაიცვა აკაკი შანიძემ 1920 წლის 9 მაისს და მიენიჭა მეცნიერების დოქტორის ხარისხი.
1921 წლის თებერვალში რუსეთის მეთერთმეტე არმიის საქართველოში შემოჭრის დროს თსუ-ს რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს მოუწოდა, სამშობლო დაეცვათ და გააცილა ფრონტზე:
„შვილებო, ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო და, აი, მეც დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ".
გასაბჭოებას კი ქვეყანაშიც და უნივერსიტეტშიც რეპრესიები მოყვა (ამ ფაქტებზე შემდეგ კიდევ გვექნება საუბარი).
უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი 1989 წელს მიენიჭა.
უნივერსიტეტის გერბის ავტორია მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე.
დაარსებისთანავე უნივერსიტეტი განათლების გავრცელებასა და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობდა.
შემდეგ მთელი ისტორიის განმავლობაში უნივერსიტეტი სათავეში ედგა ეროვნულ წამოწყებებს.
ამ თემაზე მასალები:
1. https://www.tsu.ge/ka - უნივერსიტეტის ახალი ვებგვერდი
2. ვირტუალური ტური
https://www.tsu.ge/ka/virtual-tour
3. https://old.tsu.ge/ge/about/history/ - უნივერსიტეტის ისტორია
4. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D_%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98
5. https://burusi.wordpress.com/2009/05/03/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C/?fbclid=IwAR1-R6qucsB2or_chEwPEAlR1vIZy5rjGrT-O7FwcVXAEhvo2Jz_gfm70EA
6. https://burusi.wordpress.com/2009/08/04/tbilisi-state-university/
7. https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/30087346.html?fbclid=IwAR3l4Y-4bHcHqpeu5P3iH6V-CtapXTYqm3F2WgILHKFSo2yHVFdam2RW0z0
8. http://genia.ge/?p=30614
9. nplg.gov.ge/wikidict/index.php/თბილისის_სახელმწიფო_უნივერსიტეტი
10. https://www.kvirispalitra.ge/istoriani/42526-qarthuli-universitetis-pirveli-nabijebi-ra-khdeboda-thbilisis-sakhelmtsifo-universitetshi-1918-tslis-26-ianvars26-ianvars.html?add_new=1&all=0
No comments:
Post a Comment