Monday, February 8, 2021

დღეს დიდგორში

 „მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ", - ასე მიუმართავს დავით აღმაშენებელს დიდგორის ველზე შეყრილი მეომრებისთვის. 




8 თებერვალს (ძვ. სტილით 26 იანვარს) ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენებას აღნიშნავს.

ალბათ შემთხვევით არც ის მოხდა, რომ 1918 წელს სწორედ ამ დღეს გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც - ყველა ქართველის დედა-უნივერსიტეტი. 


ამ დღეს ყველა თავისებურად აღნიშნავს: ვინ გელათში მიდის დავით აღმაშენებლის საფლავზე, ვინ უნივერსიტეტს სტუმრობს და მის დამფუძნებლებს მიაგებს პატივს... 

უკვე ათწლეულებიც კია, ერეკლე უგრელიძე და მისი მეგობრები დავითობას  დიდგორზე ადიან. 



                                      
                                     
                                     

ხან ისეთი თოვლი და უგზოობა ყოფილა, მთლად დიდგორამდე ვერც აუღწევიათ, ხეობაში გაჩერებოლან ქვემოთ. 

დღეს კი ცოტა ცივი და ქარიანი, თუმცა შუადღისას უკვე მზიანი დღე იყო დიდგორში. მხოლოდ ალაგ-ალაგ იყო შერჩენილი თოვლი. კარგად ჩანდა კავკასიონის მწვერვალებიც.  

ვიღაცას დილასვე დაეტოვებინა სანთლები და სებისკვერი. 

                          

დღეს დიდგორის მემორიალთან რამდენიმე ჯგუფი მივიდა: ერთი ცხენებით სოფელი ღვევიდან. 




შუადღის მერე მამა მირიანის (სამხარაძე) მრევლი გამოჩნდა დროშებითა და ხატებით. 




დიდგორში მზიანი ფერდობები ყოჩივარდებით იყო მოფენილი.  მთელ ველზე მიმოფანტულ მეომართა საფლავებზე ყოჩივარდებიც მათ სახსოვრად მოდიან.  




 



No comments:

Post a Comment