Tuesday, July 20, 2021

ეპიდემიოლოგიური ფონი და 60-70 კაციანი ჯგუფები პრომეთეს მღვიმეში

 რაც იმერეთ-სამეგრელოს ტურიდან ჩამოვედი, მინდა დავწერო რამდენიმე საკითხზე. ამ ტურში ქართველი სტუდენტები მყავდა. ტურიც საქართველოს უნივერსიტეტმა დაგვიფინანსა. 


http://apa.gov.ge/ge/protected-areas/cattestone/imeretis-mgvimeebis-daculi-teritoriebi

1. როგორ ფიქრობთ, ამ გაგანია კორონობაში პრომეთეში 60-70- კაციანი ჯგუფების ჩაშვება შეიძლება?

მესმის, შემოსავალი გვინდა, მაგრამ ან დაცული ტერიტორიის გამტარიანობა გავიხსენოთ, ან ეპოდემიოლოგიური ფონი.

„ეს რა, 50 კაცი იქნება, ამაზე გაცილებით დიდი ჯგუფები ჩამოდის ხოლმე", - შეაგებეს
თანამშრომლებმა პასუხი ჩემს საყვედურს.
თან თანხა გადახდილი იყო, ერთ-ერთი ბოლო ჯგუფი ვიყავით და ანაკლიაში ჩასვლაც უნდა მოგვესწრო, ამიტომ უკან ვეღარ გამოვედით.


ნუ ახლა ერთ გიდს რომ სამ ენაზე უწევს საუბარი და, უბრალოდ, ადამიანურად რთულია, თან როცა მთელი დღე მიწისქვეშ ყოფნა, ეს კიდევ სხვა საკითხია.

ამ მღვიმეს აქვს შემოსავალი აქვს, რომ რამდენიმე გიდი დაიმატოს სეზონზე მაინც და ცოტა უფრო პატარა ჯგუფებად ჩაუშვათ ტურისტები, არ შეიძლება?


2. ჩემი სტუდენტების ნაწილი მუშაობს, ყველა - არა.
ჰოდა, ამას იმიტომ ვწერ, რომ მაშინაც კი, როდესაც უნივერსიტეტის მიერ დაფინასებული ტური იყო

16 კაცზე 190 ლარამდე გადავიხადეთ (თან არ დაგავიწყდეთ, რომ ეს შეღავათიანი ფასია, საქართვველოს მოქალაქეებისთვის უნავოდ გამოსვლის გარეშე - 11.50 ლარი).
სათაფლიაში გვითხრეს, მღვიმე არ მუშაობს, მაგრამ თანხა მაინც 8 ლარიო, სტუდენტებისთვის შეღავათი არც აქ არისო.

კოლხეთის ეროვნულ პარკში გასეირნება 400 ლარიო (ჩვენ ამჯერად ამას ვეღარ გავწვდით)


ჰოდა, მიმაჩნია, რომ სტუდენტებისთვის უნდა იყოს შეღავათიანი ფასი

ასევე ბავშვიანი ოჯახებისთვის

ხომ წარმოგიდგენიათ, ზღვაზე მიდის საშუალო სტატისტიკური ქართული ოჯახი სამი შვილით და შეკოწიწებული ფულით.


მშობლებს უნდათ გზად შვილებს აჩვენონ პრომეთე, სათაფლია, ოკაცე ან მარტვილის კანიონი.

ჰოდა, საშუალო ქართული ოჯახისთვის ძვირია ეს თანხები.

ფოტოები მერე იყოს



No comments:

Post a Comment