Sunday, July 11, 2021

აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაიცვალა  

ჟურნალისტები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ  


ლექსო იმიტომ დაშავდა, რომ მე დამიცვა... პირველი გამიზნული წიხლი მე მომხვდა, ლექსო მე გადამეფარა. მან 47 წამის გადაღება შეძლო მხოლოდ, თავიდან იღებდა, მაშინაც კი, როცა ურტყამდნენ, მერე ვეღარ შეძლო გადაღება, 6 წუთი ურტყამდნენ. ურტყამდა 20 კაცი.

ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს”, - ჯერ სატელევიზიო გადაცემაში ყვებოდა, დღეს კი აქციაზე ამბობდა „ტვ პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია.

ის ბოლო ჟურნალისტი აღმოჩნდა, რომელთანაც ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ ბოლო დავალებაზე იმუშავა. ეს მოხდა 5 ივლისის ცნობილ აქციაზე. აქციაზე, რომლის მიზანი ალბათ მერე ყველას დაავიწყდება, რადგან ეს დღე ჟურნალისტების დასჯისა და მათზე ძალადობის დღედ იქცა.

დაშავებულ ოპერატორს ყბა ჰქონდა ჩამტვრეული და მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ოპერაცია იმავე დღეს გაუკეთეს, ორი დღის შემდეგ კი ის კლინიკიდან გამოუშვის. დღეს ლაშქაარავა საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახეს. გვამი პოლიციამ სასწრაფოდ წაიღო ექსპერტიზაზე.

დღეს საღამოს ჟურნალისტის სიკვდილის გამო მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ისევ პარლამენტთან შეიკრიბნენ. განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი მედიის წარმომადგენლები ამჯერად გაერთიანდნენ და დამნაშავეების დაჯას, პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც ითხოვნენ.


მე დღეს პერიოდულად ვწერ სხვადასხვა გამოცემისთვის, თუმცა აღარ ვარ ყოველდღიურ ჟურნალისტიკაში.

მე არ დამიწერია 5 ივლისის აქციაზე, არც აქციაზე ვყოფილვარ, წინა დღეებში არც თბილისში ვიყავი და გამორჩა კიდეც ეს დღე. ალბაათ არც ტელევიზოს ჩავრთავდი, ფბ-ში აქციიაზე ჟურნალისტების დარბევის კადრები რომ არ მენახა.

მეც კი ძალიან იშვიათად, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს.

ზოგადად, ვუყურებთ თუ არა რომელიმე არხს, წავიკითხავთ თუ არა რომელიმე გაზეთს ან ინტერნეტგამოცემას, ჩვენი უფლებაა. ყველა ტელევიზორს აქვს გამორთვის ან გადართვის ღილაკი. ეს მაყურებლის ან მკითხველის პოზიციაა, როცა უხარისხო მედიაგამოცემას უყურებს.

კი, ჟურნალისტიკაშიც არსებობს პროფესიული ეთიკა. კი, გეთანხმებით, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი კოლეგები ზოგჯერ, შეიძლება ხშირადაც არღვევენ  სტანდარტებს. 

თუმცა, მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტი ასრულებს რაღაც დაკვეთას, წერს ან მუშაობს გარკვეული გამოცემისთვის, შეიძლება არ უყუროთ ან არ წაიკითხოთ მისი ნაშრომი, გამოიყენოთ გამორთვის ღილაკი.  სტანდარტების დარღვევისას მიმართოთ ეთიკის საბჭოს. 

მაშინაც კი, თუ ჟურნალისტი პროფესიულად რამეს აშავებს,  მას აქვს სიცოცხლის უფლება! 

არც ერთი იდეა, არ ღირს იმად, რომ 20-მა კაცმა სცემოს ერთს! 

მითუმეტეს ნურავინ გააკეთებთ ამას ქრისტეს სახელით! 
























                                        



https://www.radiotavisupleba.ge/a/31352610.html?fbclid=IwAR1_FpM5Rg7JYFvbbOKamrK8M5KApzxHHaEtflZVBcwVDcUfujQ-HFA-Zaw



No comments:

Post a Comment