ეს ნინოა. დაიმახსოვრეთ ეს გოგონა, ის ამ ამბის მთავარი გმირია (პაატა, იმედია, არ მიწყენს, მასზე ხომ ბევრი დაწერილა)...
„ხახაბოს დიასახლისი ანუ ამბავი იმისა, დანგრეული სიყვარულს რომ უშენებია" ინტერნეტგამოცემა „პუბლიკამ" დაბეჭდა
https://publika.ge/article/khakhabos-diasakhlisi/?fbclid=IwAR2cz84kwAl0z_JyzwRMSUXim1hWwM2crwTcWIoZMjS2aQs9LFxUFBv3K-A
თუმცა იმდენი კარგი ფოტო მაქვს, ვიფიქრე, რომ აქაც დავდებ.
და ფოტოებით ცალკე მოგიყვებით ამბავს:
ამბის თხრობა, მოგეხსსენებათ, სხვადასხვანაირად შეიძლება დაიწყოს. ერთი დასწყისი სტატიაშია.
თავგადასავალი კი იწყება იმით, რომ მე და ნინო ბარნაბიშვილმა მამა დავითის (მესხის) მრევლთან ერთად მივდივართ ხევსურეთში.
ჯგუფს თან მეგზურობას ვუწევ და ვყვები და ვყვები ხევსურულ ამბებს. ჯერ კიდევ არ ვიცო, რომ კიდევ ერთ მოსაყოლ ხევსურულ ამბავს ედება საფუძველი.
მოვივლით არდოტს, მუცოს, ანატორს და შატილთან ვემშვიდობებით ერთმანეთს. მამა დავითი და მისი მრევლი გორშეღმისკენ ბრუნდებიან და ჩვენ ვრჩებით შატილში.
ფოტოზეც ჩანს, იმ ღამეს მთებზე თოვლმაც წამოყარა. ხევსური ბიჭებიც გეუბნებიან, რომ არ ღირს უღლეტეხილზე ცხენებით გადასვლა, ქართლური სიჯიუტით ჩვენ მიზნიდან არ ვუხვევთ.
მოვიკითხავთ შატილიონებს და ჟუჟუნასთან ვრჩებით.
მეორე დილას ვემშვიდობებით ნანას და სხვა შატილივნებს და მიღმახევისკენ მივდივართ. სამწუხაროდ, ლევან ზვიადაურთან ერთად, რომელმაც არდოტამდე აგვიყვანა, ფოტო არ გადაგვიღია. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მას.
პაატა, რომელსაც ნინო ცისკარას არქმევს, არდოტის ჭალაში გვხვდება და ასე ვიწყებთ საცხენოსნო თავგადასავალს. გზად ნიკო არდოტელი გვხვდება, მთის წესს ვარღვევთ და ბოდიშის მოხდით არ ვქვეითდებით (უნდა ვაღიარო, ცხენზე ასვლა-ჩამოსვლაში მაინც გვჭირდება დახმარება).
პირველად ანდაქში მივდივართ ზვიადაურებთან.
ქვემო ხახაბოში არავინ გვხვდება. „მარუსა დეიდა ორი კვირის წი წავიდაო", - პაატა გვეუბნება.
საღამოს ავდივართ ხახაბოში.
https://publika.ge/article/khakhabos-diasakhlisi/?fbclid=IwAR2cz84kwAl0z_JyzwRMSUXim1hWwM2crwTcWIoZMjS2aQs9LFxUFBv3K-A
No comments:
Post a Comment