Friday, September 3, 2021

მერვე შვილი ჯერმიზაშვილების ოჯახში

 კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი მთიდან 


ეს მარიკა ქავთარაძეა, ეს პატარა კი მისი ნაბოლარა შვილი - თეკლა. გოგონა პირველ სექტემბერს დაიბადა და მშობლების მერვე შვილია. 

ჯერ სახლში არ მისულა და არც სხვებთან ერთად საერთო ფოტო აქვს. 

მეც ამ კორონობისას სამშობიაროში მისვლა ვერ გავბედე.  ეს ფოტო მარიკამ გამომიგზავნა და მისი ნებართვით ვდებ. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერის მკვიდრ მიხეილ (კვირია) ჯერმიზაშვილსა და მარიკა ქავთარაძის ოჯახზე არაერთხელ დამიწერია. ხადის ხეობაში სტუმრობისას ჩვენი მასპინძლებიც არაერთხელ ყოფილან.

თეკლას შინ 4 ძმა და სამი და ელის: ნიკა, ნატო, ლუკა, ერეკლე, დავითი, ქეთევანი, ანა. 

მეშვიდე შვილი - ანა - ჩემი ნათლულია. 

რადგან წკერეში სკოლა არ არის, ოჯახი ქვემოთ, ბედონში ცხოვრობს და ბავშვები ქვეშეთის საჯარო სკოლაში დადიან. 

ლუკა წელს გახდა სტუდენტი, უფროსები ნიკა და ნატოც სტუდენტები არიან. ერეკლე, დავითი და ქეთევანი - სკოლის მოსწავლეები. 

სიკეთე, სიუხვე მისცეს ღმერთმა ამ ოჯახს. ბედნიერი გზა ამ ბავშვებს. 

ღირსეულ ქვეყანაში ასეთი ოჯახები სახელმწიფოსგან სერიოზულ მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ. 

დიდი იმედი მაქვს, პატარა თეკლას უფროსი და-ძმების სწავლის დაფინანსების საკითხში მაინც შეეშველება სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახს. 


ჩემი ერთი ძველი მასალა ამ ოჯახზე. 


https://www.ick.ge/travel/item/253-marika-qavtarawe,-shvidi-shvilis-deda-xadas-xeobidan





No comments:

Post a Comment