Wednesday, September 8, 2021

„გული მწყდება, რომ ჩემი შვილი სასწავლო წლის დაწყებას სკოლაში ვერ ხვდება"

 მცირეკონტიგენტიანი სკოლები და ონლაინგანათლება 





გუშინ ერთ სოფელში ვიყავი. იქ ცხრაწლიანი სკოლაა და 45 მოსწავლე ჰყავთ. მხოლოდ 5 დადის მეზობელი სოფლიდან, დანარჩენები იქაურები არიან.


ამ სოფელსა და სკოლაზე მოგვიანებით დავწერ, რეპორტაჟი რამდენიმე დღეში იქნება.

ამ სოფელში იშვიათად დადიან უცხო ადამიანები.

სკოლაში 16 მასწავლებელი მუშაობს და უმეტესობა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ორჯერ აცრილია.

პირველ კლასში 5 მოსწავლე მიდის.

ჰოდა, აი, ნამდვილად არ მესმის, რატომ უნდა დაიწყონ იმ პირველკლასელებმა სწავლა ონლაინ?

რატომ არის ყველგან ერთნაირი და ცენტრლიზებული მიდგომა?

რატომ უნდა დაიწყოს ონლაინსწავლა გუდამაყრის, შატილის, შუაფხოს, ყანობისა და სხვა არაერთმა სკოლამ, სადა მოსწავლეთა რაოდენობა ხშირად 10-15-ს არ აღემატება?


ჩემს სოფელშიც, ხატისოფელში, 70-მდე მოსწავლეა...

ბევრ ბავშვს არ აქვს კომპიუტერი, ტელეფონი. ოჯახში 2-3 მოსწავლის ყოფნისას ხომ გაკვეთილებზე დასასწრებად მორიგეობის დაწესებაა საჭირო.


რატომ არ ვიწყებთ სწავლას იქ მაინც, სადაც ეს ნამდვილად შესაძლებელია?


კი, ვეთანხმები მშობლებს, რომ დიდ ქალაქებშიც უამრავი პრობლემაა, რომ ონლაიგანათლება ბევრი ხარვეზით მიდის, მაგრამ ამჯერად მე მცირეკონტიგენტიან სკოლებზე ვსაუბრობ.

ამ თემაზე მუშაობას კვლავაც გავაგრძელებ.

ჰო, იმ სკოლაში ისეთი მოწესრიგებული სველი წერტილები დამხვდა, თქვენ წარმოდგინეთ, ცხელი წყალიც, რომ ბევრ სამინისტროს არ ექნება.

მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ისეთ წარმატებულ სკოლებში პირველკლასელებს პირველ ზარის დარეკვის სიხარული არ უნდა წავართვათ.

კარგი, ვიტყვი, ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში ვიყავი.

„გული მწყდება, რომ ჩემი შვილი სასწავლო წლის დაწყებას სკოლაში ვერ ხვდება", - გუისტკივილით ამბობენ პირველკლასელების მშობლები.

No comments:

Post a Comment