დასამთავრებელია
კოტე (კონსტანტინე) მარტინენკოს საქართველოს უნივერსიტეტიდან ვიცნობ. ისტორიის მიმართულების ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი იყო და დმატებით საქართველოს გეოგრაფიის ლექციებსაც ესწრებოდა.
მესამე წელია დაბრუნდა სოფელ აწყურში და თავის მშობლიურ სკოლაში ისტორიასა და მოქალაქეობას, მეზობელ სოფელში კი გეოგრაფიას ასწავლის.
სკოლაში 180-მდე მოსწავლეა და თითქმის არ არის კლასი, ერთი-ორი მარტინენკო რომ არ იყოს. დღეს აწყურში ბევრი მარტინენო ცხოვრობს, თუმცა აქაყრღა ღქმიღ ები, ერთი ადამიანის მემკიდრეები არიან. ზოგ მათგანს ეროვნებაში „ქართველი" უწერია, ზოგს - რუსი და ზოგსაც უკრაინელი.
სინამდვილეში უკრაინიდან ჩერნიგოვიდან არიან, თუმცა უკვე 170 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობენ და დღეს სამშობლოდ უკვე საქართველოს თვლიან.
2014 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში 6034 უკრაინელი ცხოვრობდა, აქედან თითქმის ნახევარი 3239 - თბილისში (რაიონების მიხედვით: სამგორი 684, ისანი 498, გლდანი 471, ნაძალადევი 432, საბურთალო 265, ვაკე 254, ჩუღურეთი 218, დიდუბე 167, მთაწმინდა 141, კრწანისი 109.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს: აჭარა 793, აქედან 628 - ბათუმში, და 129 ქობულეთის მუნიციპალიტეტში (63 თავად ქალაქ ქობულეთში), ქვემო ქარლი 510 კაცი აქედან 315 რუსთავში.
იმერეთში 398, აქედან 151 ქ. ქუთაისში, 57 სამტრედიაში, 40 ტყიბულში, ზესტაფონში 38, წყალტუბოში 35. შიდა ქართლი 208, აქედან 85 გორში, სამეგრელო-ზემო სვანეთი 312, აქედან 143- ფოთში და 67 ზუგდიდში, კახეთში 202, სამცხე-ჯავაეღუ 142, ბორჯომში 88 და აქედან 44 ბაკურიანში. 31 გურია 141 (ოზურგეთი 104, ლანჩხხუთი 25 და ჩოხატააური 3), მცხეთა-მთიანეთი - 80 (აქედან 56 ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი). ისედაც მიტოვებულ რაჭა-ლეცხუმსა და ქვემო სვანეთში სულ 9 უკრაინელია
http://pop-stat.mashke.org/georgia-ethnic-loc2014.htm
No comments:
Post a Comment